Thursday, March 10, 2011

ჩემი როიალია და სადაც მინდა იქ დავდგამ

12 წლიდან ჟურნალისტობა მაქვს გადაწყვეტილი. სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვისმენ ასობით მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი. ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას მირჩევს, ზოგი რას მასწავლის. რამდენიმე კრიტერიუმი კი ყველგან უცვლელია - კომუნიკაბელურობა, წერის ნიჭი, ობიექტურობა…
სკოლის ასაკში რამდენიმე წრეზე დავდიოდი. ამ წრეებზეც და ახლაც -  უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორ ვიყო ობიექტური, მიუკერძოებელი, როგორ გავაშუქო თანაბრად ყველა მხარე, როგორ არ დაეტყოს სტატიას ჩემი აზრი. რა გამომდის ან არ გამომდის, სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ რა პრობლემას წავაწყდი სულ ცოტა ხნის წინ.
მგონი ჯერ ერთი თვეც არაა, რაც ბლოგი გავაკეთე (გადაწყვეტით დიდი ხანია გადავწყვიტე, მაგრამ თავის მობმა უნდა ყველაფერს). ერთი შეხედვით უადვილესია ბლოგზე წერა. გაქვს სივრცე, სადაც ჟურნალისტიც ხარ და რედაქტორიც. თემის შერჩევა ერთ პრინციპს ექვემდებარება - რაც ბლოგის მფლობელს (გინდ ავტორს) მოესურვება. შეგიძლია წერო ყველაფერი, რაც შენი აზრით აქტუალურია, და მკითხველს დააინტერესებს, ან შეიძლება არ დააინტერესოს, მაგრამ შენ ასე მოგინდა. მოკლედ, შენი როიალია და სადაც გინდა იქ დადგამ :) ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი (თუ როგორც არის)
ეს ერთი შეხედვით. ორი (ან მეტი) შეხედვით კი რა მოხდა? დავწერე ერთი სტატია (დიახ, სტატია და არა პოსტი) მერე მეორე, მესამე და ასე… ერთ დღესაც, როცა მეგობარს გამოქვეყნებამდე წავაკითხე, მითხრა, რომ სერიოზული ჟურნალისტივით ვწერ და ბლოგისთვის ცოტა სხვა რამეა საჭირო.
მართალია და მგონი ამას ვერც ვამჩნევდი, სანამ პირადად არ გადავაწყდი (უფრო სწორად კი, ვერ ვაცნობიერებდი).
ბლოგზე საგაზეთო სტატიის წერა, მგონი, ისევე სასაცილო გამოვა, როგორც ის, რომ ერთ დღესაც დიკო ჯოჯუამ (ან რომელიმე მსგავსმა) ეთერში გვითხრას, დღეს პარლამენტში ძალიან საინტერესო სხდომა გაიმართა , დიდი ხნის უნახავი ბევრი მეგობარი ვნახე და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდებაო. P.S.-ად კი დათო კიკალიშვილმა დაამატოს, ყველაზე ძაან ბაქრაძის გამოსვლა მომეწონა, დღეს რაღაც საყვარელი იყო და ჯონდიზეც მაგარი ვიხალისეო.
ხო, სოციალური მედია, კერძოდ კი ე.წ. ბლოგინგი ის მოვლენაა, რომელმაც გვაიძულა მანამდე არსებულ მედიას “ტრადიციული ჟურნალისტიკა” ვუწოდოთ.
წერე შენი აზრი მოვლენების, პრობლემების და საერთოდ რის შესახებაც გინდა

P.S. მგონი მოვახერხე სისხლში გამჯდარი ტრადიციის დარღვევა (რომელმაც კინაღამ დეპრესიში ჩამაგდო) და “გავიხსენი” :)


როიალის მფლობელი კიარადა ბლოგის ავტორი :)

7 comments:

  1. გააჩნია რა სახის ბლოგს აკეთებ ანუ შეგიძლია გააკეთო სუფთა ჟურნალისტიკური წერის მანერითა თუ სტილით დაწერილი ბლოგი ანუ იმის თქმა მინდა,რომ ნუ სვავ ბლოგს კონკრეტულ ჩარჩოში.რაც კარგათ გამოგდის ის გააკეთე ამ ცარიელ სივრცეში,დამიჯერე მეტად წარმატებული გამოგივა და შენ ნიჭსაც სათანადოდ გამოავლენ.
    ისე გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევ რეალითი ბლოგის სახეც დაურთო,რადგან მკითხველს უფრო დააინტერესო თავი.ნუ იქნები ტენდენციური ესაა ერთადერთი რჩევა ჩემგან.დანარჩენი შენ იცი..
    Good luck ;)

    ReplyDelete
  2. საკითხი - 1 :
    ბლოგთა 97% არანაირი სარგებელი არ გააჩნია, ბლოგი არის ე.წ.ბლოკნოტი რომელშიც წერდნენ რაც გაუხარდებოდათ. დარჩენილი 3%-დან ზოგმა გამოიყენა ის როგორც საიტი , რადგან ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. დარჩენილებმა კი ,,აჯაფსანდალი’’ მოამზადეს(მათ შორის ჩემი ბლოგი სადაც 5 პოსტია თუ შეიძლება ასე დაერქვას,რომელიც აუცილებლობის გამო შეიქმნა).
    საკითხი - 2 :
    რა კავშირი აქვს ბლოგს ჟურნალისტობასთან?! მარტივი პასუხი : - არანაირი. უბრალოდ შეიძლება აღიქვა როგორც ტრამპლინი ,,ჟურნალისტიკაში შესასვლელად’’ სადაც არ უნდა წერო აქტუალურ თემებზე.
    საკითხი - 3 :
    ჟურნალისტი და ობიექტრი ეს არის უტიპია 99.9% !!!
    სა-კითხ-(ვა)-ი - 4 :
    რას ემსახურება ჟურნალისტიკა?
    დამშვიდობება - 5 :
    გისურვებ წარმატებებს :)

    ReplyDelete
  3. ერთი ის მეგობარი მაჩვენა, ვინც გითხრა სერიოზულად წერ და მასე არ გინდაო :D

    სათაურითვე გაქ გამოხატული პასუხი. შენი ბლოგია და როგორ სტილშიც გინდა ისეთში დაწერ

    ისე, მე შენი რიტასკიტერისეული სტატიები მომენატრა :D

    ReplyDelete
  4. wissner დიდი მადლობა, მართლა გამიხარდა შენი კომენტარი რომ დავინახე :) ჩემი ბლოგი სულ ახალია და ჯერჯერობით (როგორც ზემოდანაც ჩანს) იმის გარკვევის პროცესში ვარ, რა უნდა ბლოგს ჩემგან და რა მინდა მე ბლოგისგან :დ

    gio 1. ვერ დაგეთანხმები, რომ ბლოგებს არავითარი სარგებელი არ მოაქვთ ამქვეყნად.
    2. ჩემთვის პირდაპირი კავშირი აქვს... ვიღაც თუ თავის ბლოგზე საკუთარ დღიურს აწარმოებს მისი ნებაა.. მე კი ჟურნალისტი ვარ, ყოველ შემთხვევაში ვაპირებ ვიყო :) შესაბამისად ბლოგი ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ერთგვარი თვითგამოხატვაა :დ თავის რეალიზება, თუ ასე შეიძლება ითქვას... ყველა ბლოგს საკუთარი მიზანი აქვს ;)
    3. ასე გადაწყვეტითაც ნუ იტყვი... სუძლებელია ჟურნალისტი 100%ით ობიექტური იყოს, იმიტომ რომ ადამიანია რაც არ უნდა იყოს :დ ობიექტურობა პირობითია, მაგრამ არსებობს :დ
    4. ჟურნალისტიკა ემსახურება ხალხს. ჟურნალისტიკა არის უდიდესი ძალა და უჟურნალისტიკოდ ვერ ძალიან დიიიდი პრობლემები შეიქმნება. ჟურნალისტიკა თუ მთლიანად არ აყალიბებს, უდიდეს გავლენას მაინც ახდენს ამათუიმ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. აბსოლიტურად ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს მედია, იმიტომ რომ მას ისეთი რაღაცეების მოხდენა შეუძლია, რრისი მაგალითიც საქართველოშიც არაერთხელ ვნახეთ, მგონი :) ხელისუფლების ხელში ჩავარდნილი მედია ისედაც გასაგებია რასაც ემსახურება. აი თავისუფალი მედია კი სიმართლეს.
    5. მადლობა :დ

    Nini მართალი მითხრა მაგ მეგობარმა, რას ერჩი :დ
    ნუ ახლა მე რომ აქ ეგრე ვწერო :დ

    ReplyDelete
  5. უიმეე მეორე პოსტი გამომივიდა :დ

    ReplyDelete
  6. სიმართლე ვთქვა 5 მომეწონა მარტო :) :დ :დ დანარჩენი პასუხები გამოცვალე არ მომწონს :)

    ReplyDelete
  7. ჩემი პასუხია და სადაც მინდა იქ დავდგამ კიარადა :დ
    ასე ვფიქრობ და... :)

    ReplyDelete