დღეს შუადღისას შუა ლექციაზე მორიდებით ავიწიე ხელი, ფილმებზე მსჯელობაში გართულ ლექტორს შეძლებისდაგვარად შესაძლებელ მომენტში გადავწყვეტინე სიტყვა და ვთხოვე - შეიძლება წავიდე?
მოწიწებული ღიმილიც არ დამვიწყებია და ჩემმა ლექტორმაც ღიმილითვე დამრთო წასვლის ნება. (სანამ კარს გავიხურავდი, გავიგონე, როგორ განაგრძო ფილმზე მსჯელობა)
უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ გზად აფთიაქში შევირბინე.
-გამარჯობა, პირბადე მინდა თუ გაქვთ.
-რამდენი?
-ერთი.
გაკვირვებული სახე.
-25 თეთრი, ინებეთ.
სასწრაფოდ ჩავჩურთე ჩემი შენაძენი ისედაც ათასი რამით გავსებულ ჩანთაში და ისევ რუსთაველისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი, რაში დაეხმარება იაპონიას ჩვენ მიერ რამდენიმე წუთში მოსაწყობი ფლეშ-მობი, ან საერთოდაც მსოფლიო სოლიდარობა. კონკრეტულად არაფერში. მაგრამ, ალბათ, ის ფაქტი, რომ მსოფლიო შენ გვერდითაა, თავისთავად სანუგეშოა.
ჩვენ მიერ გამოსახატი სოლიდარობის ფორმა კი საკმაოდ ორიგინალურად მეჩვენება. უნდა დავდგეთ მუხლებზე, პირბადეებით და იაპონურად მივესალმოთ გამვლელებს. ვფიქრობ, ამით სხვებსაც შევახსენებთ იაპონურ ტრაგედიას (მგონი არავის სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც) და იმასაც დავანახებთ, რომ ჩვენ გვახსოვს და განვიცდით.
დათქმულ დროზე ცოტა ადრე მივედი. ჩემი მეგობრები უკვე იკრიბებოდნენ. ცოტა ხანში კი ორგანიზატორმა, რომელმაც 20-30 მონაწილე facebook-ის საშუალებით შეკრიბა, დაწყების ნიშნად ხმამაღლა დაიძახა "კონიჩიუა". ყველანი დავდექით მუხლებზე. გაკვირვებულ გამვლელებს თავის დაკვრით ვესალმებოდით (რა თქმა უნდა, იაპონურად). ვცდილობდი თვალებით მომეძებნა ადამიანი, რომელიც მიყურებდა, რომ მეც თავი დამეკრა. (პირბადის შიგნიდან სუნთქვის გამო სათვალე მეორთქლებოდა და მაბნევდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი)
ხალხის რეაქცია განსხვავებული იყო. ზოგმა სურათების გადაღება დაიწყო. რამდენიმე ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ზოგმა გაიკვირვა, ზოგი ვერც მიხვდა რა გვინდოდა, ზოგი მიხვდა. ზოგი გაჩერდა და უბრალოდ ყურება დაგვიწყო (მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებოდა, ალბათ) ზოგმა თვითონაც სიამოვნებით დაგვიკრა თავი და მოგვესალმა.
რამდენიმე წუთში უბრალოდ ავდექით, მოვიხსენით პირბადეები და გავიფანტეთ.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტების გარეშე არაფერი მომხდარა :) დაგვაკვირდნენ, გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თავად ეს ფლეშ-მობი ჟურნალ "დრო მშვიდობისას" რედაქციის მიერ დაიგეგმა.
P.S.დრო მშვიდობისა, ეს ისაა, რაც ახლა ნამდვილად სჭირდება იაპონიას.
Friday, March 18, 2011
Thursday, March 10, 2011
ჩემი როიალია და სადაც მინდა იქ დავდგამ
12 წლიდან ჟურნალისტობა მაქვს გადაწყვეტილი. სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვისმენ ასობით მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი. ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას მირჩევს, ზოგი რას მასწავლის. რამდენიმე კრიტერიუმი კი ყველგან უცვლელია - კომუნიკაბელურობა, წერის ნიჭი, ობიექტურობა…
სკოლის ასაკში რამდენიმე წრეზე დავდიოდი. ამ წრეებზეც და ახლაც - უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორ ვიყო ობიექტური, მიუკერძოებელი, როგორ გავაშუქო თანაბრად ყველა მხარე, როგორ არ დაეტყოს სტატიას ჩემი აზრი. რა გამომდის ან არ გამომდის, სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ რა პრობლემას წავაწყდი სულ ცოტა ხნის წინ.
მგონი ჯერ ერთი თვეც არაა, რაც ბლოგი გავაკეთე (გადაწყვეტით დიდი ხანია გადავწყვიტე, მაგრამ თავის მობმა უნდა ყველაფერს). ერთი შეხედვით უადვილესია ბლოგზე წერა. გაქვს სივრცე, სადაც ჟურნალისტიც ხარ და რედაქტორიც. თემის შერჩევა ერთ პრინციპს ექვემდებარება - რაც ბლოგის მფლობელს (გინდ ავტორს) მოესურვება. შეგიძლია წერო ყველაფერი, რაც შენი აზრით აქტუალურია, და მკითხველს დააინტერესებს, ან შეიძლება არ დააინტერესოს, მაგრამ შენ ასე მოგინდა. მოკლედ, შენი როიალია და სადაც გინდა იქ დადგამ :) ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი (თუ როგორც არის)
ეს ერთი შეხედვით. ორი (ან მეტი) შეხედვით კი რა მოხდა? დავწერე ერთი სტატია (დიახ, სტატია და არა პოსტი) მერე მეორე, მესამე და ასე… ერთ დღესაც, როცა მეგობარს გამოქვეყნებამდე წავაკითხე, მითხრა, რომ სერიოზული ჟურნალისტივით ვწერ და ბლოგისთვის ცოტა სხვა რამეა საჭირო.
მართალია და მგონი ამას ვერც ვამჩნევდი, სანამ პირადად არ გადავაწყდი (უფრო სწორად კი, ვერ ვაცნობიერებდი).
ბლოგზე საგაზეთო სტატიის წერა, მგონი, ისევე სასაცილო გამოვა, როგორც ის, რომ ერთ დღესაც დიკო ჯოჯუამ (ან რომელიმე მსგავსმა) ეთერში გვითხრას, დღეს პარლამენტში ძალიან საინტერესო სხდომა გაიმართა , დიდი ხნის უნახავი ბევრი მეგობარი ვნახე და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდებაო. P.S.-ად კი დათო კიკალიშვილმა დაამატოს, ყველაზე ძაან ბაქრაძის გამოსვლა მომეწონა, დღეს რაღაც საყვარელი იყო და ჯონდიზეც მაგარი ვიხალისეო.
ხო, სოციალური მედია, კერძოდ კი ე.წ. ბლოგინგი ის მოვლენაა, რომელმაც გვაიძულა მანამდე არსებულ მედიას “ტრადიციული ჟურნალისტიკა” ვუწოდოთ.
წერე შენი აზრი მოვლენების, პრობლემების და საერთოდ რის შესახებაც გინდა
Friday, March 4, 2011
5 მარტი
1993 წლის 5 მარტს ბედნიერი დღე გამითენდა. თბილისის რომელიღაც სამშობიაროში ის დაიბადა. მე მაშინ წლის და რამდენიმე თვის ვიყავი.
მე ვიზრდებოდი ნუცუბიძეზე. ის - კანდელაკზე.
მე ვიყავი ქაჯი გოგო. ის - არა.
მე ეზოში შტაბი მქონდა და ხეზე დავდაყირა ჩამოკიდება მიყვარდა. ის სახტუნაოთი თამაშობდა.
მე ჩემს ბარბის კაბებს ვუკერავდი. ის ვარდისფერი პანდათი თამაშობდა.
მე სკოლაში მივედი. ის 4 წლის იყო. დანა-ჩანგლით ისწავლა ჭამა და წიგნების კითხვა.
მე ხანდახან "ვახალტურებდი" გაკვეთილებს. ის ბეჯითი მოსწავლეა.
მე კომპიუტერთან ვჯდებოდი. ის კომპიუტერთან ჯდებოდა.
მე მივწერე ერთხელ skype-ში: სანდროს მალე დასვამ? ის აღშფოთდა და მითხრა: არა.
მე არ ვიცოდი რა მეკეთებინა და დავიწყე უცნობ გოგონასთან ლაპარაკი. მან, შიძლება, იცოდა, რაც უნდა ეკეთებინა, მაგრამ მაინც დაიწყო უცნობ გოგოსთან ანუ ჩემთან ლაპარაკი.
მე როცა ცუდად ვარ, ის მეხმარება.
მე როცა ცრემლები მომდის, ის მწმენდს.
მე როცა კარგად ვარ და ხშირად ვსულელობ, ის მისმენს და მიგებს.
მე, როცა ახალი რაღაც მოხდება, პირველ რიგში მასთან გავრბივარ. ის ყოველთვის მზადაა ჩემი (ხშირად) მრავალსაათიანი ლაქლაქის მოსასმენად.
მე მისი მობილურის კონტაქტებში პირველი ვწერივარ. ის ჩემი მობილურის კონტაქტებში პირველი წერია. (ბუნებრივია, ჩვენი სახელები ხომ ა-ზე იწყება :)
მე რომ რუსული კარგად არ ვიცი, ის ყველაფერს მითარგმნის (სამი წიგნის გადათარგმნა და დაწერა ხუმრობა არ გეგონოთ :)
მე რომ რაღაცას ვერ ვპოულობ, ის ეძებს და მიგზავნის.
მე რომ ჭირდება, ის ყოველთვის ჩემთანაა.
მე რომ ჩვეულებრივად ვარ, ის მაინც ჩემთანაა. :)
მე რომ ვზარმაცობ, ის მამეცადინებს.
მე რომ გამოცდების მეშინოდა, ის ჩემთან რჩებოდა, გულზე ხელს მადებდა და მაწყნარებდა.
მე რომ მტკივა, ის მარჩენს.
მე რომ მცივა, ის მათბობს.
მე მისი მეგობარი ვარ. ის ჩემი მეგობარია.
მე ამ სიას ვერასდროს დავამთავრებ. ის ახლა მეტყოდა, ნუ სულელობო. <3
მე მალე თინეიჯერი აღარ ვიქნები. ის დღეს 18 წლის გახდა.
გილოცავ, ანუც. მე შენ ძალიან მიყვარხარ!

Subscribe to:
Posts (Atom)