–რამდენი გოგო ხართ გუნდში?
–სამი
–ა, ანუ მოგების ნაკლები შანსი გაქვთ, სამი გოგო გუნდში... ბიჭები მაინც უფრო ჭკვიანები ვართ, ხო იცი...
სიტყვა "ვბრაზდები" მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც მემართება, როცა ასეთ დიალოგებს ვისმენ.
ეს და სხვა ბევრი ასეთი "გენიოსური იდეა" არის ქალის ძააალიან ღიად გამოხატული დისკრიმინაცია. არაერთი მამრისგან გამიგონია, რომ გოგო ვერასდროს მივა ბიჭის ინტელექტამდე, რომ ქალები სულელები არიან და მხოლოდ დეკორატიული თვისებები გააჩნიათ სამყაროში.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამქვეყნად ბევრი სულელი გოგო არსებობს?!
და ის თუ იცით, რამდენი იდიოტი ბიჭი არსებობს??
მე ვიცი.
და ჩამონათვალი შემიძლია მათგან დავიწყო, ვინც ზემოთქმულ აზრებს საჯაროდ აფრქვევს.
ჯერ ერთი ხომ იმაზე არ ჰყოფნით ტვინი, რომ რადგანაც მეტი მწერალი კაცი არსებობს (?), ესე იგი თვითონ ვინმეზე უკეთესები არიან. და მეორეც, იმდენი კულტურა არ გააჩნიათ, რომ ეგ გოგოებს არ უთხრან.
შედეგად საკუთარი სქესით გაამაყებული პირები მხოლოდდამხოლოდ უზრდელ (იდიოტების სიის სათავეში მოქცეულ) მამრ არსებებად რჩებიან.
და მაინც, რატომ არსებობს მეტი მწერალი მამაკაცი, მხატვარი მამაკაცი, მუსიკოსი მამაკაცი...? (?)
იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ისინი დისკრიმინაციას უწევდნენ ქალების ნიჭს და საერთოდ პიროვნებას.
ყოველთვის კაცებს ენიჭებოდათ უპირატესობა, ეძლეოდათ განათლების საშუალება და უფლება, რომ საკუთარი ოჯახების გარდა სხვა საკითხებზეც ეფიქრათ. ქალის მხრიდან კი იგივე, სავარაუდოდ, ჩაქოლვით დასრულდებოდა.
უკანასკნელი წლების გამოჩენილ ქალებს კი ნუღარ ჩამომათვლევინებთ, ისედაც კარგად იცით.
P.S. ჯ.კ. როულინგი ჩემი საყვარელი მწერალია :)
P.P.S. თუ ამას დღევანდელი გმირები ნახავენ (ან რომელიმე მამრი თავს ამოიცნობს) და ეწყინებათ, აი დარდი :) მე თქვენგან განსხვავებით ზრდილობა მაინც მყოფნის, რომ პირში არ მიგითითოთ საკუთარი ინტელექტის სიმცირეზე...
Долой! Носителей пенисов!
ReplyDeleteბოდიში, თავი ვერ შევიკავე)) უბრალოდ როცა ქალებისადმი მსგავს დამოკიდებულებას ვხვდები, ჩემი მოთმინება დუღილის ტემპერატურას აღწევს :|
P.S. კეტლინ :)
მეც ეგრე ვარ ზუსტად. :|
ReplyDeleteპ.ს. უი ეს რა დამემართა, გავასწორებ <3