ანი ჩახნაშვილის კომენტარი facebook-ზე:
აჰა, ჩავკალი ბიძინას პრესკონფერენცია (თუ საერთოდ ეგ ერქვა მაგას) დასკვნა:
1) ჟურნალისტიკა საქართველოში არ არსებობს.
2) ჟურნალისტები საქართველოში არ არსებობენ.
3) ბიძინას პრესმდივანი მაგარი საკაიფო კაცია :დ
4) იმედის ჟურნალისტს რაღაც დამამშვიდებელი აქვს საშოვნელი.. საწყალი გოგო.
5) საქართველოში ელემენტალური კულტურაც არ არსებობს.. :(
6) რეალ თV-ში ტროლები მუშაობენ.. (თან არც მალავენ.. ცოტა ხანში ლაშას მამას მკვლელობასაც ბიძინას დააბრალებენ..)
7) ამ საოცრებაში ვერაფერიც ვერ გავიგე ბიძინას გეგმებზე.. ისევ.. :დ
და არ შემიძლია, არ დავეთანხმო
წესით - ჟურნალისტი როცა მიდის პრესკონფერენციაზე დგება მომენტი, როცა მას კითხვის დასმის საშუალება ეძლევა. ჟურნალისტი დგება. ამბობს საკუთარ სახელს და გვარს, მედიასაშუალებას, ვისი წარმომადგენელიც არის. სვამს კითხვას. ჯდება. ისმენს პასუხს. თუ რესპონდენტმა გაურკვეველად უპასუხა, ჟურნალისტი კიდევ ერთხელ ცდილობს კითხვის დასმის უფლების მოპოვებას. თუ მოიპოვა ატრიალებს თავის შეკითხვას სხვა მხრიდან და ისე იმეორებს. ხოლო თუ ვერ მოიპოვა, იმას უნდა დასჯერდეს, რომ თავის მაყურებელს აჩვენოს, როგორ აუარა რესპონდენტმა მის შეკითხვას გვერდი.
რა ხდება რეალურად - ჟურნალისტები აჟიტირებულები არიან. იბრძვიან მიკროფონისთვის. თავის მხრივ დაცვის წევრები (თუ ვინც არიან) ეჯაჯგურებიან აღნიშნულ მიკროფონებს და ცდილობენ, მალე გამოსტაცონ ხელიდან ჟურნალისტებს. ჟურნალისტები აღშფოთებულები არიან, რომ არ ეძლევათ თავისივე დასმული კითხვის დაზუსტების საშუალება. დისკუსიაში შედიან რესპონდენტთან. ეჩრებიან ლაპარაკში.
ამ დროს მიდის რეალტივის ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე, და მაშინ, როცა -
1. ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს
2.ხალხს უამრავი კითხვა აქვს
3.ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე კონკრეტული არაფერია ცნობილი
სვამს კითხვას, თუ რატომ არ უყვარს ბეღურები. და თან იქვე სავარაუდო პასუხებსაც სთავაზობს რაღაც მეცხლებზე და პინგვინებზე.
უკაცრავად, მაგრამ რაში მაინტერესებს მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, თუ რატომ არ უყვარს ბიძინას ბეღურები. არ უყვარს და ნუ უყვარს. მე ობობები არ მიყვარს. მერე რა... (თუ ოდესმე პრეზიდენტი გავხდები, ყველა ობობას გავწყვეტ ქვეყანაში O_o )
ჟურნალისტური ისტერიკების ფონზე არც ივანიშვილის (ალბათ) პრესმდივანი დამვიწყებია, რომელმაც პრესკონფერენცია გაკვირვების გამოხატვით დაიწყო. თურმე ნუ იტყვით და 15 წელია მედიასთან შეხება არ ჰქონია და ახალი სახეები დახვდა. ჯულიეტა ვაშაყმაძის მისვლას ხომ არ ელოდა პრესკომფერენციაზე? (თუმცა შეიძლება ისევ ჯულიეტას ეჯობნა ამათთვის)
სამწუხაროდ, ისეთი ფრაზებს, როგორებიცაა "ჟურნალისტი ცოტა თავხედი უნდა იყოს", " კარს რომ მოგიხურავენ, ფანჯრიდან უნდა გადაძვრე" და "სიტყვის თავისფლება", ზედმეტად პირდაპირ იგებენ.
შედეგად კი ბიძინას გეგმებზე ისევ არავინ არაფერი იცის წესიერად... ნუ, არც არაწესიერად, პრინციპში..
P.S. მგონი მართლა დატროლეს
ცისო, რეალტივის ჟურნალისტი ალბათ ქართველი ბეღურების შემოგზავნილი იყო, მიდი ერთი რას გვიპირებს ეს კაციო : )))
ReplyDeleteდანარჩენზე აბა რა გითხრა, კი იცი რასაც ვფიქრობ : )) :*
რეალტივის ჟურნალისტები საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ მგონი :დ
ReplyDeleteჰმ, მომიტევონ ჟურნალისტებმა მაგრამ 90% საშინლად უკულტურო იყო :|
ReplyDeleteამაზრზენია უბრალოდ და ბიძინას ფრაზა "პატივი ეცით ტქვენს პროფესიასო", იმედია გაითვალისწინებენ :/ იდიოტები.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმე შემრცხვებოდა პრესკონფერენციაზე რომ მივსულიყავი და ჩემს რესპონდენტს ეთქვა, პატივი ეცი შენს პროფესიასო. ძააალიან შემრცხვებოდა და თავი აღარ გამომეყოფოდა, როგორც იტყვიან :დ
ReplyDeleteინტრიგანები არიან ეგენი სუყველა :დდ კიარადა.... მე მაგრად ვკაიფობდი ოპერატორები რომ უყვიროდნენ ლიკას დაჯექი ქალოო - ) )) )))
ReplyDelete