- რა იდიოტურად დამთავრდა - გავიფიქრე და წიგნის უკანა ყდას დავაჩერდი. ანოტაციაში თვალი მოვკარი, რომ „გოგონა დრაკონის ტატუთი“ სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნი ყოფილა...
- მაშინ ხო... ალბათ, გაგრძელდება.
უკანასკნელ აბზაცის წაკითხვამდე, მეგონა, რომ სხვანაირად დასრულდებოდა. თითქმის ყველა ფურცელი ახერხებდა ჩემს გაკვირვებას და მანამდე ნავარაუდევი ვერსიების გაფანტვას. საერთოდ კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანამ პირველ გვერდს გადავშლიდი სულ სხვა წარმოდგენა მქონდა წიგნზე. „დრაკონის ტატუმ“ შეცდომაში შემიყვანა. ვიფიქრე, რომ მოვლენები ჩინეთში განვითარდებოდა, ან მინიმუმ აღნიშნული „გოგონა“ მაინც იქნებოდა ჩინელი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან წამოსული მეტროში ჩავედი და დაჯდომისთანავე წიგნი გადავშალე და თავი შვედეთში ამოვყავი. ჩინელი გოგონა შესახებ დაწერილი რომანტიკული ისტორიის მაგივრად კი ხელში (მეტად უცნაური) დეტექტივი შემრჩა.
რამდენიმე ადამიანის ისტორია, დანაშაული, მაქინაციები და საიდუმლოებები
ერთმანეთშია გადახლართული. ჟურნალისტ ბლუმკვისტს თავისდაუნებურად დაუჯერებელი დანაშაულის დაუჯერებელ კვალზე გავყავარ. ლიზბეთ სალანდერი კი აღმაფრთოვანებს ჰაკერული შესაძლებლობებით, უცნაური ქცევით და, რა თქმა უნდა, გარეგნობით.
როცა ბლუმკვისტის გამოძიება ერთგვარი happy end-ით დამთავრდა, წასაკითხი დაახლოებით კიდევ 100 გვერდი მქონდა. სანამ კითხვას გავაგრძელებდი /ყავა და სენდვიჩები/ მოვიმზადე და დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება მომხდარიყო ამ 100 გვერდზე. ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ, თვითონ ნახეთ.
და მაინც, რა იდიოტურად დამთავრდა... იმედია, „მილენიუმის“ ტრილოგიის მეორე წიგნი პირველი ისტორიის გაგრძელება იქნება.
P.S. ხო მართლა, წიგნის შვედური ეკრანიზაცია უკვე არსებობს. სულ მალე კი ჰოლივუდურ ვარიანტსაც ვიხილავთ...
P.P.S. ამ წიგნმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაყოლისკენ მიბიძგა :D
ხო ცუდად გათავდა! :( :/
ReplyDeleteკი, მეორე და მესამე ნაწილიც პირველის გაგრძელებაა
ReplyDeleteმთლად პირველის გაგრძელებაც არ არის, მიკაელი, ლისბეტი, ერიკა და სხვანი კი ისევ გვხვდებიან მეორე წიგნში, მაგრამ იქ ვანგერების ამბავი დასრულებულია და მიკაელს და ლისბეტს სულ სხვა თავის ტკივილი უჩნდებათ ^^
ReplyDeleteimedia male targmnian. dzalian mainteresebs <3
ReplyDelete