Thursday, May 5, 2011

ალოჰომორა ანუ როგორ გავემგზავრე ჰოგვორტში

2003 წელი. 15 იანვარი. 11 წლის ვარ. მაღალი სიცხე მაქვს და ვწევარ. ჩემი ბუ 4 თვის დაგვიანებით მოფრინდა.
სამი დღე ვკითხულობდი შეუწყვეტლივ. თავიდან არ მჯეროდა, რომ ჯადოქარი ვიყავი (გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ მაინც...) პირველ დღეს არ მჯეროდა, მეორე დღეს ეჭვი შემეპარა, მესამე დღეს კი უკვე ვეღარავინ გადამარწმუნებდა.
მე ჰოგვორტსში წავედი.

- გრიფინდორიიი - იყვირა გამანაწილებელმა ქუდმა ჩემს თავზე და იმ დღიდან ვეღარავინ დამავიწყებდა მის არსებობას. ჯადოსნურ ჯოხს, მანტიებს, დიდ დარბაზს, პროფესორებს და სანდომიან დირექტორს.
წლების მანძილზე ვსწავლობდი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. ვისწავლე შხამ-წამლების მომზადება, ტრანსფიგურაცია, აპარაცია, ცოცხზე ფრენა, პატრონუსის გაჩენა...
ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ჯადოქარია. (თუმცა მაგლების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს)
15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ განსაკუთრებული უნარი მქონია - მეტამორფოზმაგია. იმის მერე აღარ ვიცი, ჩემი თმის ბუნებრივი ფერი რომელია.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მანტია მოვირგე და ”დილის მისანში” ვწერდი. ფენიქსის ორდენის წევრი ვიყავი და მაგიის სამინისტროშიც კი ვმუშაობდი.
ჰოგვორტსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის მაგიურ განყოფილებაში გავაგრძელე სწავლა, ჟურნალისტიკაზე. მაგლმა სტუდენტებმა არაფერი იციან რაიმე სხვა განყოფილების და საერთოდ ჩვენი არსებობის შესახებ. მათ ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვგონივართ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს. საიდუმლო გასასვლელები და აუდიტორიებიც ვიცით. თავიდან მიწისქვეშა მომწვანო დერეფანმა ძალიან გამაკვირვა მეორე კორპუსში. იმ პატარა ოთახმაც, კოშკში. მაგრამ რაც საიდუმლო ოთახის შესასვლელიც ვიპოვე, აღარაფერი მაკვირვებს. იმის მერე პროფესორი სნეიპის გამოსვლასაც კი ველი იმ კოლბებით სავსე ოთახიდან რომელსაც მაგლების თვალის ასახვევად ”ქიმიის აუდიტორია” აწერია.
მაგლურ სამყაროში რთულია ერთმანეთის პოვნა და გაცნობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. უკვე ვისწავლე ჯადოქრების ქცევებით ამოცნობა. შეიძლება ამას აურაც დაერქვას.
მაგლები უარყოფენ ჩვენს არსებობას.. მაგრამ ჩვენ მაინც ყველგან ვართ..


P.S. ვინც ჯადოქარია, ბევრი ექნება ჩემსავით მოსაყოლი. ვინც მაგლია და - ობლივიატე!! 

3 comments:

  1. kargi postia, ragac tbili da chemi :)

    mec universitetis imave fakultetze gavagrdzele swavla razec shen (magiur-politikur mecnierebataze) xoda mere gavonavardi da ki var ukve mexute welia mand.

    ReplyDelete
  2. აი, ხომ ვამბობ ახლაც ვიცნობ ჯადოქრებს მეთქი.. შენ მგონი ჯერ არ გიცნობ პირადად :)

    ReplyDelete
  3. ეს რას ნიშნავს?მეც წაკითხული მაქ ჰარი პოტერი და შეიძლება ითქვას ზეპირადაც ვიცი მაგრამ ეს მართლა არსებობს? აუ დამეხნარეთ რა ამ პოსტზე ბევრი ვიფიქრე და გაურკვევლობაში ვარ...მართლა არსებობს მაგია?

    ReplyDelete