დღეს უნივერსიტეტის მშობლიური მეექვსე კორპუსის წინ სტუდენტებმა თვითორგანიზებული ჯგუფის "ლაბორატორია 1918"-ის მანიფესტი გაგვაცნეს.
ძალიან კარგი, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბებმა ერთი აქციით არ გადაიარა.
ძალიან კარგი, რომ სტუდენტების ნაწილი გამოფხიზლდა.
ძალიან კარგი, რომ გვექნება ჯგუფი, სადაც შეგვეძლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი პრობლემების შესახებ და რაიმე ქმედებაც მოვაყოლოთ.
ძალიან კარგი, რომ ამ ამბავში ლექტორების ჩართვის მცდელობა არის.
ძალიან კარგი, რომ პრინციპით "სხვამ იყვიროს და მეც ვიყვირებ", ის "სხვა" გამოჩნდა.
და საერთოდაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უამრავი "ძალიან კარგი"-ს ჩამოთვლა შეიძლება.
(თქვენთან მიგულეთ, ბავშვებო)
მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რაც დღეს დიდად არ მომეწონა . არც პატარად. და საერთოდ არ მომეწონა.
მანიფესტის წარდგენის შემდეგ ყველანი მეორე კორპუსისკენ დავიძარით. უნდა გაგვეგო პასუხი ჩვენ მიერ მოთხოვნილი ოთახის შესახებ.
ვუახლოვდებით მეორე კორპუსს და უცებ ჩვენს მცირე მანიფესტაციას სათავეში რატომღაც შალვა რამიშვილი უდგება. განკარგულებას გასცემს, წინ მიგვიძღვის. შესასვლელში დაცვა გვხვდება და შიგნით არ გვიშვებს. წინ ისევ შალვა რამიშვილი მიდის და უნივერსიტეტში შეშვებას ითხოვს...
ეს კიდევ არაფერი...
შევდივართ. გვეუბნებიან, რომ კანცელარიაში მხოლოდ ორ კაცს შეუშვებენ, კამერების გარეშე.
კანცელარიაში შესულ ორ ადამიანს შორის ერთი შალვა რამიშვილია.
რატომ?
მე მგონია, რომ უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა. მე მიხარია, რომ სტუდენტები ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ (პერსპექტივაში მაინც). მე ვერ ვხვდები, რატომ ერევა ამ პროცესში ის, ვინც არაა სტუდენტი.
მე არ ვითხოვ ვიღაცების გადადგომა-გადმოდგომას, ჯანყს და რევოლუციას.
მე ვითხოვ, რომ თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრი პრობლემების შესახებ და დავინახო შედეგი.
მე მინდა, რომ ვსწავლობდე კარგ უნივერსიტეტში, სადაც რაღაცის შეცვლა შემიძლია.
ამისთვის ბრძოლა, აქციები, მანიფესტები, შეკრებები და დისკუსიები სრულიად გამართლებულად და სწორად მიმაჩნია.
მე არ მინდა, შალვა რამიშვილის მოწოდებებს აყოლილ შტერ სტუდენტეს ვგავდე.
მგონი, ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.
P.S. თუკი ვინმე დამისაბუთებს, რომ შალვა რამიშვილის უშუალო ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ლაბორატორია 1918"-სთვის და კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს, მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო.
რა უნდოდა შალვა რამიშვილს მანდ? გეთქვათ მერე რომ არ ესაქმებოდა იქ არაფერი ან დაშლილიყავით უბრალოდ. დარწმუნებული ვარ ახლა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრობას გაწერენ რუსთავი 2-ს ჟურნალისტები...
ReplyDeleteიქ რატომ არ თქვით ეს და რატომ გაიძღოლეთ წინ და ა.შ.
ReplyDeleteუნივერსიტეტი საზოგადოებრივი დაწესებულებაა და ის ყველას ეკუთვნის (მარტო სტუდენტებს არა). ჩვენ ვერავის ვერ დავუშლით უნივერსიტეტში მოსვლას და ვერავის ვერ გავრიყავთ ამ პროცესიდან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპს. იმედია შენთვის ცნობილია ეს პრინციპი :)
ReplyDeleteწინ მიგვიძღოდათ რას ქვია? შესვლა ვერ დაგეშალათ, მაგრამ გეთქვათ, რომ მისი დახმარება არ გიჭდებათ.
ReplyDeletexo shalva ramishvils namdvilad ver davushli versad shesvlas, magram studentur manifestacias rom satavseshi ratom unda chaudges? mashin nebismier politikur partias shegvidzalia mivcet ufleba, rom "gverdshi dagvidges"
ReplyDeleteმანიფესტი წაიკითხეთ!
ReplyDeletewavikitxe.. shalva ramishvils is monakveti exeba sadac weria, rom profesionalebtan ertad unda vimushavot tavisufali saganmanatleblo sivrcis sheqmnistvis?
ReplyDeleteee aba ramishvilis nacvlad lady gaga mosuliyo meorestan???? mere iqneboda "იმღეროს სხვამ და ვიმღერებ მეც"??? tu rogor iqneboda ega? :S
ReplyDeleteშალვა არის ჟურნალისტი და ის თავსი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა :) ჯერ ერთი წინ არ მიგვიძღოდა და "თქვენთან მიგულეთ" პათოსით შორს ვერ წავალთ. თუ გსურს რო მანიფესტში აღწერილი პრობლემა აღარ არსებობდეს, მობრძანდი შეკრებაზე და ჩაერთე მუშაობის პროცესში.
ReplyDeletep.s.
ქართული შრიფტი არსებობს
chems kompiutershi ar arsebobs jer, windows maqvs axali gadayenebuli.
ReplyDeleteyvela shekrebas veswrebi, sxvata shoris.
ragac ar maxsovs jurnalistebi demonstraciis tavshi dgebodnen da ase moewyvet da ase wamodito idzaxdnen
da ledi gaga saertod ra shuashia
მე თვითორგანიზებული ჯგუფის შეკრებები ვიგულისხმე. პერმანენტულად მოეწყობა ასეთი შეკრებები და მობრძანდი. აქ კამათს აზრი არ აქვს. ადგილზე გაიგებ თუ რას წარმოადგენს "ლაბორატორია 1918".
ReplyDeleteჩემი აზრით, სამწუხაროდ, არასწორად აყენებთ საკითხს. პრობლემა ის კი არაა, რომ შალვა რამიშვილი მოვიდა, და თავისი ჟურნალისტური კომპეტენციის ფარგლებში, და მხოლოდ მოქმედებდა, არამედ ის, რომ სხვა ჟურნალისტები არ მოდიან, და თუ მოდიან, ვერ ბედავენ ისე მოიქცნენ, როგორც ჟურნალისტი უნდა იქცეოდეს. მეც ვიყავი იქ, და ვნახე, რომ სტუდენტები ისე იქცეოდნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, და ის მიიღეს, რისი მიღებაც უნდოდათ. შალვა რამიშვილის ქცევაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ზოგადად ადამიანებს სხვებზე მეტად 'ცნობადი სახეების' ქცევა ამახსოვრდებათ, სტუდენტები პასუხს არ აგებენ. ყველაფერი, რაც მოხდა, სტუდენტების ინიციატივა იყო, და სწორედ მასე მოხდებოდა იმ შემთხვევაშიც, შალვა რამიშვილი იქ რომ არ ყოფილიყო. სტუდენტთა დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მათ მიერ მოწვეული ყველა მედია საშუალებიდან მხოლოდ რამოდენიმე მოვიდა, და მათმა ნაწილმა ადმინისტრაციის მოთხოვნებს დამორჩილება არჩია, და მხოლოდ შალვა რამიშვილმა გადაწყვიტა იმ ინფორმაციის მოპოვებისათვისს ებრძოლა, რისთვისაც იქ მივიდა, და რაც კანონით ეკუთვნოდა.
ReplyDelete