2003 წლის 15 იანვარს
მეც მივიღე აი, ასეთი წერილი და წავედი და წავედი. სწორედ მაგ სკოლაში. იმის მერე ჯიბეები
სულ გომბეშოების თათებით მაქვს სავსე. ავიღებდი ფინჯანს, გადავაქცევდი ვირთხად. აი, ოღონდ დედაჩემს და მამაჩემს კი დიდად არ ეამაყებოდათ კუდიანი რომ ჰყავდათ სახლში.
- გაიზრდება და გადაუვლის. ბავშვია, რა მოხდა - ამბობდა მამა როდესაც 11-12 წლის ვიყავი და ჰარი პოტერის პირველ ნაწილს ზედიზედ მეოთხედ თუ მეხუთედ ვკითხულობდი.
- დარჩა ბავშვობაში. მობეზრდება მალე - ამბობდა მამა, როდესაც ჰარი პოტერის მეექვსე ნაწილის კითხვისას შემთხვევით დიდი ხნის ჩამქვრალ ბუხართან გავათენე ღამე და კარგადაც დავიტირე დამბლდორი.
- სულ გამოჰარიპოტერდა ეს ბავშვი - ამბობდა მამა, როდესაც მე ჰარი პოტერის ფორუმს არ ვცილდებოდი.
- აღარ უნდა გაიზარდო, შვილო? - ამბობდა მამა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჰარი პოტერის მეშვიდე ფილმის საპრემიერო საღამოს ვაწყობდით, მანტიები გვეცვა, ჯოხები გვქონდა, ჯადოქრის ქუდები გვეხურა და თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილი ბუც კი გვყავდა.

ჰოდა, ძვირფასო
მამიკო, დიდი მადლობა, რომ ადექი და გადაწყვიტე ჩემთვის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური
ქვა გეყიდა, შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე.
ჩემი ცხოვრების 22 წლიდან უკვე ზუსტად ნახევარი - 11 წელი გავიდა, რაც პირველად აღმოვჩნდი პრივიტ დრაივის 4 ნომერში.
ჩემი ცხოვრების 22 წლიდან უკვე ზუსტად ნახევარი - 11 წელი გავიდა, რაც პირველად აღმოვჩნდი პრივიტ დრაივის 4 ნომერში.
ამ წიგნმა შემიქმნა ბავშვობა. და დიდობაც. განმივითარა
ფანტაზია, შემძინა უახლოესი მეგობრები, შეცვალა ჩემი აზროვნება, შეცვალა ჩემი მიდგომა
სამყაროსადმი, კიდევ უფრო შემაყვარა წიგნები, შემაყვარა ფენტეზი ჟანრის ლიტერატურა,
და საერთოდ შემაყვარა. შემაყვარა გამომცემლობა, სადაც ახლა ვმუშაობ, შემაყვარა მუსიკა, რომელიც ახლაც არის ჩემი მობილურის ზარზე.
რამდენიმე დღის
წინ მეგობარმა მკითხა, რა გავლენა მოახდინა შენზე ჰარი პოტერმაო. ორი წამით დავფიქრდი
და მივხვდი, რომ მაგ გავლენას უბრალოდ ვერ აღვწერ და ზემოთ რომ სიაა, იმის გაგრძელებაც
უსასრულოდ შემიძლია.
და საერთოდაც -
ჰარი პოტერი არ არის საბავშვო ზღაპარი. ჰარი პოტერი არის წიგნი დიდებისთვის, რომელიც
ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია.
მე მთელი სამყარო მაქვს, რომელიც უფროდაუფრო იზრდება. მართალია ეს მხოლოდ ჩემს თავშია, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ რეალობა არაა?
მე მთელი სამყარო მაქვს, რომელიც უფროდაუფრო იზრდება. მართალია ეს მხოლოდ ჩემს თავშია, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ რეალობა არაა?
და ეს ყველაფერი
შენი წყალობით, ძვირფასო ჯოან
პ.ს. ამ ღიმილის დანახვა ყოველთვის სიმშვიდის გრძნობას მიჩენს, ისე, თითქოს წიგნი გადავშალე და დავიწყე – "ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობდნენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს."
No comments:
Post a Comment